სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ დიალოგს გააგრძელებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ პირდაპირ დიალოგს.
ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„მინისტრებმა განიხილეს ვაშინგტონში ხელმოწერილი დეკლარაციის შესრულების მიმდინარეობა, ასევე ნდობის აღდგენისთვის მისაღები ზომები. მათ გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ საკითხებზე და დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ პირდაპირი დიალოგი,“ — აღნიშნულია განცხადებაში.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო