სომხეთი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის KfW-სგან €26 მილიონის სესხს მიიღებს

სომხეთი „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან” (KfW) სესხს და გრანტს მიიღებს „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის განვითარების“ პროგრამის განსახორციელებლად.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ მსესხებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 40 მილიონ ევრომდე შეღავათიანი სესხი „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის განვითარების V ეტაპის“ განსახორციელებლად, ასევე 1 მილიონ ევრომდე გრანტი საკონსულტაციო მხარდაჭერისთვის.
საუბარია 26 მილიონი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც პროგრამის მე-4 ეტაპის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული, ხოლო 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი – მასთან დაკავშირებული საკონსულტაციო საქმიანობისთვისაა გათვალისწინებული.
სომხეთისა და გერმანიის მთავრობებმა შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინეს.