სომხეთი აშშ-სთან ერთად ატომური სადგურის აშენებას გეგმავს

სომხეთი -სთან ერთად ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, არმენ გრიგორიანმა “სომხეთი – დასავლეთ პარტნიორობა – ევროკავშირი, გამოწვევები და შესაძლებლობები” პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები არსებით ეტაპზე გადავიდა.
“ახალი ატომური სადგურის აშენებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევედით. ახლა აშშ-სთან იურიდიულ-სამართლებრივი სივრცის რეგულირების საკითხს განვიხილავთ, რომლის გარეშეც წინსვლას ვერ შევძლებთ. ამ მომენტისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ ბურთი აშშ-ის მოედანზეა. ველით შეერთებული შტატების შიდა პროცესების დასრულებას და ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას”, – განაცხადა გრიგორიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ