სომხეთი არ შეუერთდა დსთ-ს განცხადებას, რომელიც დასავლურ სანქციებს გმობს

სომხეთი არ შეუერთდა დსთ-ს განცხადებებს, რომლითაც და მისი მოკავშირეები დასავლურ სანქციებს გმობენ და გამოდიან ევრაზიაში ახალი, „მრავალვექტორული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის“ შექმნის ინიციატივით.
ორშაბათს, 7 ოქტომბერს მოსკოვში დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეკრებაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, იქ მყოფი კოლეგებისგან განსხვავებით, არ მოაწერა ხელი აღნიშნულ განცხადებებს.
მოსკოვში მიღებული პირველი დოკუმენტი, მინსკში დსთ-ის სამდივნოს პრესცენტრის ცნობით, გმობს დაუსახელებელი ერებისა და ბლოკების მიერ, „ცალმხრივ შემზღუდავ ნორმებს“ – საქნციებს – რათა „აიძულონ სხვა სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა“.
„შემზღუდავ ნორმებში“ განცხადება ასახელებს სახელმწიფოს აქტივების გაყინვასა კონფისკაციას, ასევე, მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი „შემზღუდავი ნორმები“ არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ახალი განცხადების მნიშვნელობას. მან მკაცრად დაგმო დასავლური სანქციები, რომლებიც რუსეთს ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესეს.
„შეერთებული შტატები და მისი სატელიტები ცდილობენ, გააფართოვონ სანქციები ეგრეთ წოდებული მეორადი და მესამეული უკანონო სანქციების სახით“ – თქვა ლავროვმა. „ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ დანაშაულებრივ აქტივობას“.
მეორე განცხადებაში, – რომელსაც სომხეთმა ასევე არ მოაწერა ხელი, – ასახულია „თანამშრომლობის პრინციპები ევრაზიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.
დსთ-ს სამდივნოს განცხადებით, ეს განცხადება ხაზს უსვამს „საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი წესების, სტანდარტებისა და ნორმების დაწესების დაუშვებლობას, რომელთა შემუშავებაში არ იყო უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს თანაბარი მონაწილეობა“.
ამავე განცხადებით ხელმომწერი ქვეყნები „მტკიცედ გმობენ იძულებითი დიქტატის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანაბარუფლებიანი თანამშრომლობის პროცესების შელახვას ისახავს მიზნად“.
ისინი მხარს უჭერენ „ევრაზიული … უსაფრთხოების … არქიტექტურის ადაპტაციას მრავალპოლარულ რეალობასთან“.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანი ბადალიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ მინისტრმა არარატ მირზოიანმა არცერთ ამ განცხადებას არ მოაწერა ხელი.
არც მინისტრსა და არც პრესსპიკერს ს პოზიციის საფუძველი არ განუმარტავთ.
სამშაბათს, 8 ოქტომბერს, მოსკოვში და ცალ-ცალკე შეხვდებიან პრეზიდენტ პუტინს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ მინისტრი მირზოიანის გადაწყვეტილება, ხელი არ მოაწეროს აღნიშნულ განცხადებებს, ხაზს უსვამს სომხეთის ხელმძღვანელობის გაღრმავებულ განხეთქილებას მოსკოვთან და სომხეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორის დასავლეთისკენ გადატანის მცდელობებს.
რუსეთის თანამდებობის პირები ბოლო თვეების განმავლობაში ხმამაღლა აფრთხილებენ ერევანს, რომ საგარეო პოლიტიკის ცვლილებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
პარალელურად, დასავლეთი – შეერთებული შტატები და ევროკავშირი, – ცვლიან სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩართულობის პოლიტიკას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სომხეთი მოლაპარაკებებს იწყებს ევროკავშირთან.
შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიას“ აქვს ინიციატივა, „ფორმალიზდეს“ სომხეთის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში -ის პარტნიორის სტატუსი.