სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას

სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემას
სომხეთი არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე კონტროლის მესამე მხარისთვის გადაცემის საკითხს,- ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელ ბაგდასარიანმა განუცხადა.
„სომხეთი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ფარგლებში განიხილავს“,- აცხადებს ბაგდასარიანი.
აღნიშნული განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც -ს ელჩმა თურქეთში, თომას ბარაკმა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ზანგეზურის დერეფანი 100 წლის იჯარით აიღოს მართვაში, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
მზადაა ზანგეზურის დერეფანი 100 წლის იჯარით აიღოს მართვაში, ისინი [აზერბაიჯანი და სომხეთი] 32 კილომეტრიან გზაზე კამათობენ, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის,“-განაცხადა თომას ბარაკმა.
პრესმდივანმა ბაგდასარიანმა, საინფორმაციო სააგენტოსთან უარყო აღნიშნული ინფორმაცია და ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ან საძოვრის დანიშნულების მიზნით იძლევა.
„შესაბამისად აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“,-აღნიშნავს ბაგდასარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას