სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოს (ЕАЭС) დატოვებს, თუკი რუსეთი გააძვირებს ბუნებრივ აირს, რომელსაც მას აწვდის.
რუსული მედიის, Interfax-ის თანახმად, ამის შესახებ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
“ასეთი საუბრები, მაგალითად, საუბრები სომხური საქონლის იმპორტზე, ბუნებრივი აირის ფასის შესახებ, სიახლეს არ წარმოადგენს. უნდა ვთქვა, რომ თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სომხეთი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და საბოლოოდ გამოვა ОДКБ-დან და ЕАЭС-დან. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე მივა, რამდენადაც ვიცი, რომ ორი ქვეყნის მეთაურებს შორის ძალიან კარგი, ეფექტური საუბარი შედგა”. – თქვა სიმონიანმა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, მათ შორის, თქვა, რომ სომხეთი რუსეთისგან ბუნებრივ აირს მისთვის სასარგებლო ფასის სანაცვლოდ იღებს
“დღესდღეობით, როგორც იცით, ენერგიის წყაროების, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში ათასი კუბისთვის 600 დოლარს წვდება, ხოლო რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს 177.5 დოლარად აწვდის. დიდი სხვაობაა. არსებითი სხვაობაა”. – თქვა პუტინმა.
პარალელურად, ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრიდან ერთ დღის შემდეგ რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე “უფრო მკაცრი მოთხოვნები” დააწესა.
პუტინი-ფაშინიანის შეხვედრიდან ერთ დღეში რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე მოთხოვნები გაამკაცრა
ამასთან, 1-ელ აპრილს გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა ფაშინიანს განუცხადა, რომ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად სომხეთის წევრობა “შეუძლებელია”.
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და EU-ში წევრობა შეუთავსებელია – პუტინი ფაშინიანს
ფაშინიანმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სომხეთის ამჟამინდელი დღის წესრიგი ორივე ბლოკთან თავსებადია და რომ როდესაც ეს საჭირო გახდება, სომხეთის მოქალაქეები გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
შეხვედრაზე ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთისთვის დემოკრატიის მნიშვნელობას და პოლიტიკური პროცესის აქტუალობასაც.
რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ ჩვენს არჩევნებში მონაწილეობა – ფაშინიანი პუტინს
პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამთავრობო პლატფორმა MAX-ზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეყვიტოს მისი “ტოლერანტული დამოკიდებულება” მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.
დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტობა ჩვენი მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ – მედვედევი
