სომხეთის ექსპრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს.
ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე სასამართლოს უკვე გადასცა. მას ასევე ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
გამოძიების ცნობით, 2000-2018 წლებში სარგსიანი თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და შემდგომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში, პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ამასთან, ის ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობაში, რათა სანდო პირების საშუალებით შეექმნა კომერციული კომპანიები, რომელთა წილებიც მოგვიანებით ქრთამის სახით გაიცა.
