„სუვერენულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის სომხეთის რესპუბლიკას, არ არსებობს და ვერ იარსებებს პროექტი, სახელწოდებით ‘ზანგეზურის დერეფანი’.“ – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაან კოსტანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ტერმინის „ზანგეზურის კორიდორი“ გამოყენებაზე კომენტირებისას.
„როგორ დაასახელებენ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო პროექტებს, ეს მათი პრობლემაა“, – ამბობს კოსტანიანი.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ არის გზა გორადიზ-ზანგელანი, რომელიც შესაძლოა სომხეთის საზღვართან ახლოს გავიდეს, თუმცა არ შეეხება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას.
