სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი

აზერბაიჯანელი მესაზღვრე დააკავეს 28 თებერვლის დილით მას მერე, რაც დაუდგენელია მიზეზით, მან სომხეთის საზღვარი გადაკვეთა.
ამის შესახებ სომხეთის ხელისუფლება იტყობინება. ამავე ცნობით, მეორე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა შეძლო მიმალვა. ინციდენტი მოხდა საზღვრისპირა სოფელ თეღთან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხური მხარის მიერ დაკავებული ჯარისკაცი რუსლან ფანახოვია, რომელმაც სომხეთის საზღვარი გადაკვეთა შემთხვევით, რადგან ცუდ ამინდში გზა დაებნა.
შარშან აპრილში ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დააკავეს სომხურ მხარეს. ერთ-ერთი გაასამართლეს სომხეთის მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლის გამო. ორივე გაათავისუფლეს ტყვეების გაცვლის შედეგად დეკემბერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს