სომხეთის საზღვრისკენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 6.5 მლნ. ლარის ტენდერი გამოცხადდა

სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა ტენდერი, რომლის ღირებულება 6.5 მლნ. ლარია. უფრო კონკრეტულად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 511 545 ლარს შეადგენს.
ტედერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის -მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ასევე მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვვაზე.
ტენდერი 10 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.
გამარჯვებულ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად მიეცემა 14-თვიანი ვადა. ეს ვადა კი, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული,საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან აითვლება.