სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეპ ბორელს და დმიტრო კულებას შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ს შეხვდა.
შეხვედრები 29 ივნისს შედგა ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. არარატ მირზოიანი ასევე შეხვდა ს, სლოვენიისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგზე, ნაბიჯებზე ურთიერთობების დასაახლოებლად და „პოზიტიურ პერსპექტივებზე“.
საგარეო სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს „სომხეთის მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას არსებული მექანიზმების გამოყენებით, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყებას“.
„სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში, მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობას, ასევე რეგიონში რეალური სტაბილურობით დაინტერესებული პარტნიორების ღირებული მიდგომების მნიშვნელობას“, – აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კულებასთან შეხვედრაზე ორმხრივი პოლიტიკურ დღის წესრიგზე ისაუბრეს და „ხაზი გაუსვეს კიევში ჩატარებული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას და პერიოდულ ჩართულობას სხვადასხვა ფორმატში“.
მირზოიანმა კულებასთანაც ისაუბრა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.