სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – არ შემიძლია ვთქვა, როდის შევიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს, შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს, მაგრამ ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა

არ შემიძლია ვთქვა, როდის შევიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს, შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს, მაგრამ ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა,- ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა Deutsche Welle-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
“კანონი გვაქვს, რომელიც სომხეთის მთავრობას ასეთი პოლიტიკის გატარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ავალდებულებს. არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, როდის შევიტანთ განაცხადს – შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს – ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა. და ვიდრე ოფიციალური განცხადის შეტანასა და ევროკავშირის პასუხს ველოდებით, უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან მუშაობა და მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები.
CEPA შეთანხმება გვაქვს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ, და უკვე დავიწყეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ წარმეტებულად მიმდიანარეობს. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტზე, და პარტნიორობის ახალ პროგრამაზე დავასრულეთ მუშაობა. მას უახლოესი სამი თვით განმავლობაში მოაწერენ ხელს.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბევრი რამ ხდება და ამის აღნიშვნას საინტერესოა. ვხედავთ, რომ სომხეთის მოქალაქეები კიდევ უფრო შორს წასვლას მოითხოვენ ჩვენგან. და მათ მხრიდან გარკვეულ კრიტიკას ვხედავთ შესაძლო შეფერხებებისა და ხანგრძილი პროცედურების, შიდა პრცედურების თაობაზე”, – განაცხადა მირზოიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის თაობაზე შეთანხმება, მირზოიანმა უპასუხა: “ერთიდან ორ წლამდე, საკმაოდ რეალისტური ვადაა”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს