სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

2025 წლის 13 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა.
განხილული იქნება სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებებს პრესასთან.
„არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.