სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს

სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და -ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
არარატ მირზოიანმა ენტონი ბლინკენს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში დაასრულოს და გააფორმოს, რომელიც მიზნად სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ისახავს“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზადყოფნაა – მზად ვართ ურთიერთობისთვის, რომელიც არ იქნება ცარიელი სიტყვები, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო