სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია (ფოტოები)

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს.
ს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა.
ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს.
შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას