სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება

სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება
სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ვიზიტი ირანში პოლიტიკური განაცხადი და დასავლეთთან დაშორება, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სამარცხვინო სპეკულაციაა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მსგავსი განცხადებები კეთდება მათ შორის დასავლეთის მხრიდან და სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას.
„რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები? რატომ არ გამოვიდა სომხური „მთავარი არხი“ და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი? რატომ არ გამოვიდნენ სომხური „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და რატომ არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ სომხურ “მთავარ არხს” არ მიუღია ეს დავალება. სომხურ „მთავარ არხს“ და სომხურ ლომჯარიას არ მიუღია ეს დავალება.
თქვენ თქვენი რედაქცია გავალებთ, მაგრამ თქვენს რედაქციას ავალებენ საკუთარი პატრონები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა