სომხეთის პრემიერის თვითმფრინავმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა

“სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა პირველად 30 წლის განმავლობაში გამოიყენა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე. 30 აგვისტოს ს ბორტმა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის სხვა ქვეყანაში ვიზიტის დროს მეზობელი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა, ხოლო 6 სექტემბრის ღამეს უკან დაბრუნდა”, – განაცხადა მისმა პრეს-მდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა.
ერევანმა ბაქოს ნიკოლ ფაშინიანის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ სთხოვა ნებართვა მისი თვითმფრინავისათვის აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.
„ჩვენ ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის, სამშვიდობო დღის წესრიგის წინ წაწევისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნის გზაზე,“ – განაცხადა ბაგდასარიანმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანული თვითმფრინავები დიდი ხანია იყენებენ სომხეთის საჰაერო სივრცეს საკუთარი ექსკლავის – ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით რეისების განსახორციელებლად.