სომხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ სომხურ გამოცემა Armenpress-ს სომხეთის პრეზიდენტის ოფისიდან შეატყობინეს.
ცნობისთვის, სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნა. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი 26 მარტს მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში