სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს დღეს, 12 თებერვალს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტის ინიციატორია – სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ძალების პლატფორმა, რომელმაც 2 თვის განმავლობაში 60 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა, კანონპროექტის ინიცირებისთვის კი 50 000 ხმაც საკმარისი იყო.
2025 წლის 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა.
2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/f7f34et001nxau1-k4nGLw-300x194.jpeg)