სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
“კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია”, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.
სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს