სომხეთის პარლამენტის სპიკერი – სომხეთმა ევროკავშირის მიმართულებით უნდა იფიქროს, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას

სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირის მიმართულებით სვლისკენ, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
კითხვაზე: რატომ კეთდება, ერთი მხრივ, განცხადებები, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს და მეორე მხრივ, უარს ამბობს პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე, სიმონიანმა უპასუხა :
„არ მინდა ვიჩქარო, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ ცალმხრივი ნაბიჯები გადაიდგმება. მიმაჩნია, ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ დემოკრატიის ბევრ მაჩვენებელში ჩვენ უფრო მაღლა ვდგავართ, ვიდრე ჩვენი მრავალი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრები არიან. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, მაგრამ, ქვეყნის შემთხვევაში, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ არის კარგი“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს