სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება “ჟირონაში” გადავიდეს

РБ Спорт-ის ცნობით, სომხეთის ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” 25 წლის მცველმა ნაირ ტიკნიზიანმა შეიძლება კარიერა “ჟირონაში” გააგრძელოს.
კატალონიურ გუნდს დიდი ალბათობით მიგელ გუტიერესი დატოვებს და მის ერთ-ერთ შემცვლელად ტიკნიზიანს განიხილავენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიკნიზიანით ლა ლიგის კლუბები და მათ შორის “სევილია” და “ლეგანესი” იყვნენ დაინტერესებული.
ტიკნიზიანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, “ლოკომოტივთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 6 მილიონიი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში