სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მიროზიანმა 9 იანვარს პროექტი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბოლო წლების ინტენსიურ და არსებით თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოკრატიულ და უსაფრთხოების სფეროებს.
“სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიკური ურთიერთობები ჰქონდათ და ეს ურთიერთობები საკმაოდ მდიდარი შინაარსისა და სხვადასხვა სფეროს მომცველი იყო. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხური დემოკრატიის მიმართ. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა და, ფაქტობრივად, მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ირგვლივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ვგულისხმობ სომხეთში სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. აშკარაა, რომ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და მოწინავე და განვითარებული მეცნიერება”, – აღნიშნა მირზოიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა