სომხეთის ეროვნული ასამბლეა მოსკოვში გასამართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის ეროვნული ასამბლეა მოსკოვში გასამართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის პრესმდივანმა ცოვინარ ხაჩატრიანმა განაცხადა.
„შეხვედრაში მონაწილეობას არც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია მიიღებს. ალენ სიმონიანმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს მოსკოვში არ წასვლის შესახებ ოფიციალური წერილით აცნობა“, – განაცხადა ხაჩატრიანმა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომა 19 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 23 ნოემბერს მინსკში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს არ დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას