საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მამუკა მდინარაძესთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში განაცხადეს.
საელჩოს ცნობით, ელჩმა სმბატიანმა მდინარაძე თანამდებობაზე დანიშვნის გამო მიულოცა, უსურვა წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა.
აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნა ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
