„სომხეთის ელექტროქსელების“ მართვას ამ ეტაპზე სახელმწიფო გადაიბარებს – ფაშინიანი

„სომხეთის ელექტროქსელების“ მართვას ამ ეტაპზე სახელმწიფო გადაიბარებს – ფაშინიანი
ამ ეტაპზე სომხეთის ხელისუფლება დაკავებული რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის, „სომხეთის ელექტროქსელების“ მართვას საკუთარ თავზე აიღებს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ ყველაზე ეფექტური ოპერატორი მოგვიანებით მოიძებნება.
„ამ ეტაპზე ჩვენ უნდა ავიღოთ „სომხეთის ელექტროქსელების“, მაგრამ ჩვენ საერთოდ არ გვითქვამს, რომ ნაციონალიზაციის ან გამოსყიდვის ამ პროცესის შემდეგ ან მის განმავლობაში, სახელმწიფო ყოველთვის მართავს სომხეთის ენერგეტიკულ ქსელებს. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ყველაზე ეფექტური მენეჯერი და ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი, სახელმწიფო კონტროლი“, – თქვა ფაშინიანმა.
bfm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა