“სომხეთის ევროპული პარტიის” ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს

სომეხი პოლიტიკოსი და რეჟისორი, სომხეთის ევროპული პარტიის ლიდერი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

ხზმალიანი საქართველოში შემოსვლას ერთდღიანი საქმიანი ვიზიტისთვის აპირებდა. როგორც პოლიტიკოსი თავის Facebook-პოსტში წერს, ის სამი საათი ელოდებოდა მესაზღვრეებს, რის შემდეგაც მას პასპორტი დაუბრუნეს, თუმცა ამის მიზეზი არ აუხსნიათ. ხზმალიანს სომხეთში დაბრუნება მოუწია.

“გილოცავთ ს დღეს…” – წერს პოლიტიკოსი.

დოკუმენტში, რომელიც პოლიტიკოსმა Facebook-ზე გამოაქვეყნა, მითითებულია “სხვა მიზეზი”, რომელიც ქვეყანაში შესვლაზე უარის სტანდარტული ფორმულირებაა.

ხზმალიანი აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოსვლასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საპროტესტო აქციების განმავლობაში, სომხეთის ევროპულმა პარტიამ ღიად დაუჭირა მხარი “ქართველი ხალხის ბრძოლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიისთვის”. პარტია ქართველ ოპოზიციონერებთან თანამშრომლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან