ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა Phubber-ი ამ დროისთვის ორ ბაზარზე – სომხეთსა და საქართველოზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან განაცხადა.
როგორც ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, სომხეთის ბაზარზე, სადაც Phubber-ი 2023 წლის მაისიდანაა წარმოდგენილი, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი თქმით, Phubber-ს საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მთავარ აქცენტს მისი სრულად ათვისება წარმოადგენს.