სომხეთის ატომური ელექტროსადგური გაითიშა

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ავარიული გათიშვის მიზეზი ელვისებური დარტყმა გახდა. როგორც სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. უწყების ცნობას “როიტერი” ავრცელებს.
„30 აგვისტოს 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური გათიშული იქნა ენერგოსისტემიდან ავარიული გამორთვის რეჟიმში. ამის მიზეზი იყო ელვისებური დარტყმა, რის შედეგადაც ქარხნის უსაფრთხოების სისტემებმა ის გადაიყვანეს უსაფრთხო გამორთვის რეჟიმში“,- ნათქვამია ომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სადგურის თანამშრომლები ამჟამად სრული გადატვირთვით არიან დაკავებულნი.
ცნობისთვის, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან გამორთვის გამო, ს რამდენიმე ადმინისტრაციული რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყანაში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სადგურზე მუშაობს მხოლოდ ერთი ბლოკი (პირველი თაობის VVER-440 რეაქტორით). მას საწვავით ამარაგებს TVEL-ი.