სომხეთის ОДКБ-ში მონაწილეობის გაყინვა არ აძლიერებს მის უსაფრთხოებას – ზახაროვა

“სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობის გაყინვა არ აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ხოლო ერევნის სრულფასოვან მუშაობაში დაბრუნებას დრო დასჭირდება”, – ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობის გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მას ომის დროს სათანადოდ არ დაეხმარნენ. ამავე დროს, სომხეთის მხრიდან ეს ნაბიჯი უკავშირდება იმ შეცვლილ გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს, რაც წარმოიშვა რეგიონში.
ზახაროვა ამბობს, რომ ინარჩუნებს ყველა თავის ვალდებულებას სომხეთის მიმართ ორგანიზაციის ფარგლებში, “ყველაფერი ძალაშია, ეს ყველამ მშვენივრად იცის”.
მან ასევე დაამატა, რომ , მიუხედავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეთანხმების დასრულების პროგრესისა, ყურადღებას ამახვილებს ყველა ცნობაზე ქვეყნებს შორის ესკალაციების შესახებ.
“ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გამოავლინონ მოთმინება, რათა აიცილონ ნებისმიერი მოქმედება, რომლებიც სიტუაციის ესკალაციას იწვევს, ყველა პრობლემას უნდა გავუმკლავდეთ მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით”.
წყარო: netgazeti.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…