სომხეთისა და საქართველოს მატჩს ესპანური კლუბების სკაუტები დაესწრენ

Metaratings-ის ცნობით, ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს (0:3) ესპანური კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“სევილიას”, “ბეტისის” და “ლეგანესის” სკაუტები ერევანში სომხეთის ნაკრების მარცხენა მცველის ნაირ ტიკნიზიანიას თამაშზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ.
მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და Whoscored-ისგან მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 6.7. sofascore-მ მისი თამაში 6.8 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.3-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში