სომხური მედიის ცნობით, სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ, რომლის მიმართაც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.„მისი უწმინდესობა აპირებს საქართველოს მონახულებას, დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას, გარდაცვლილი პატრიარქისთვის პატივის მიგებას და სამძიმრის გამოხატვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას, ეჩმიაძინის პირველწოდებული საყდრის იურისტები ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს დგამენ,“ – ნათქვამია ეჩმიაძინის ეკლესიის განმარტებაში.მანამდე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში NEWS.am-ს განუცხადეს, რომ მიიღეს შუამდგომლობა ყველა სომეხის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც კანონით დადგენილ ვადებში განიხილება.



