“სომხეთთან ურთიერთობებში ახალი თავი იხსნება” – თურქეთის პარლამენტის დეპუტატი

ერევანში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 108-ე როუზ-როთის სემინარის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა ფათმა აქსალმა ისაუბრა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე და სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესზე. ინფორმაციას “არმენპრესი” ავრცელებს.
„როგორც იცით, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში ახალი თავი იხსნება და ჩვენ მოხარულები ვართ ვხედავდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. არავინ იგებს დაპირისპირებით։ მშვიდობა ყველასთვის მომგებიანია“, – განაცხადა აქსალმა პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იხსნება სომხეთ-თურქეთის საზღვარი და როგორ ხედავს თურქეთი მშვიდობის საბოლოო გადაწყვეტას.
მან გაიხსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ს ვიზიტი თურქეთში და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა შეიქმნას საზღვრის გახსნის რეალური შესაძლებლობა:
„არსებობს რეისები, მაგრამ Turkish Airlines ჯერ არ დაფრინავს. იმედი გვაქვს, რომ მალე კომუნიკაციები გაიხსნება, გვექნება სავაჭრო და კულტურული კავშირები. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისა და თურქეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის“.
დეპუტატის განცხადებითვე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება შეიძლება მსოფლიოთვის მაგალითი გახდეს.
„ხედავთ, ომები გრძელდება სა და ღაზაში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აქ მართლაც კარგი მაგალითი ვიყოთ – დავამყაროთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში და განვავითაროთ ეკონომიკური კავშირები. ორივე მხარე მხოლოდ სარგებელს მიიღებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში