სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების 80% უკვე შეთანხმებულია – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიაში გამართულ ჩერნობიოს საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების 80% უკვე შეთანხმებულია.
“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებზე ბოლო სიახლეები გვაჩვენებენ, რომ ჩვენ მშვიდობის გზას ვადგავართ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დისკუსიებს და სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80%-ზე უკვე შევთანხმდით”, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ და ერევანმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უკვე დაიწყეს.
“და ეს არამხოლოდ დელიმიტაცია, არამედ დემარკაციაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა პირველი ნაბიჯი – ჩვენ 1000-კილომეტრიანი საზღვრის მხოლოდ 13-კილომეტრიან მონაკვეთზე შევთანხმდით – ნაბიჯია სწორი მიმართულებით”, – თქვა ალიევმა.
ალიევმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის ინიციატივა, აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, საბოლოოდ ქვეყნებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე მიიყვანს.
წყარო: ფორმულანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…