სომეხი ერი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 110-ე წლისთავს აღნიშნავს

დღეს სომხეთში და არა მხოლოდ, სომეხი ერი გენოციდის 110-ე წლისთავს აღნიშნავს.
ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს. გენოციდს სომხეთის გარდა, სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო.
2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღისადმი მიძვნილ ტექსტში აღიარა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, როგორც გენოციდი.
გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.
საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის