სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სომეხთა თემი მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას ერთად ზეიმობს.
მათივე ცნობით, დღევანდელ დღეს ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც დღესასწაულობენ, საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შედგა.
„ლიტურგიას მღვდლები თორგომ ვართანიანი და ჰაირაკოფ სააკიანი უძღვებოდნენ.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, დღესასწაულები მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს