სომეხთა ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულსა და მეცამეტე მოციქულ პავლეს იხსენიებს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულს, პავლეს იხსენიებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს.
„ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მეცამეტე მოციქულად. სომხური სამოციქულო ეკლესია 12 მოციქულთა და მეცამეტემოციქულად აღიარებულ პავლეს ფერისცვალებამდე ერთი კვირით ადრე იხსენიებს.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!