სომალი სეპარატისტული რეგიონის მიერ ეთიოპიისთვის სანაპირო ზოლის იჯარით მიცემას აპროტესტებს

სომალიმ სამშაბათს დაგმო ხელშეკრულება, რომელიც მისმა სეპარატისტულმა სომალილენდის რეგიონმა ეთიოპიასთან გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ანკლავი ეთიოპიას საშუალებას აძლევს გამოიყენოს მთავარი პორტი წითელ ზღვაზე.
ამის სანაცვლოდ, ეთიოპია სომალილენდს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. მოგადიშუ აცხადებს, რომ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს.
შეთანხმება ეთიოპიას, რომელიც მეზობელ ჯიბუტს ეყრდნობა საზღვაო ვაჭრობის უმეტესი ნაწილისთვის, საშუალებას აძლევს, ადენის ყურეში მდებარე ბერბერას პორტის 20 კმ-იანი მონაკვეთი 50 წლით აიღოს იჯარით, როგორც ვაჭრობითვის ასევე საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის.
თუ ეთიოპიამ სომალილენდის დამოუკიდებლობა აღიარა, ის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამას გააკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება