სომალი აცხადებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს

სომალი აცხადებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს.
„გუშინდელი დღიდან, მას შემდეგ რაც შემთხვევა მოხდა, ეკიპაჟის გადასარჩენად მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს“, – განაცხადა სომალის ინფორმაციის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, დაუდ ავეისმა.
პოლკოვნიკმა აბდულაჰი ისემ, განაცხადა, რომ გაერო-ს კონტრაქტის მქონე ვერტმფრენი სოფელ ჰინდერის მახლობლად ავარიულად დაეშვა, რომელსაც „ალ-შაბაბი“ აკონტროლებს.
შეგახსენებთ, „ალ-შაბაბი“, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც სომალის მთავრობის წინააღმდეგ 2006 წლიდან იბრძვის და სომალიში საკუთარი მმართველობის დამყარება სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზუსტად 102 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, საბჭოთა ჩეკამ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრები”

დავით მათიკაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე – თავსმოხვეული იყო მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო – პროკურატურას უბრუნდება საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება