სომალიში წყალდიდობის გამო 650 000 ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია

სომალიში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიური უბედურების გამო საცხოვრებლის დატოვება კიდევ 100 000 ადამიანს მოუწია, რის შედეგადაც დროებით ევაკუაციაში მყოფთა რიცხვმა 650 000-ს მიაღწია.
ოქტომბრის ბოლოდან დღემდე სომალიში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
წყალდიდობამ ასევე დააზიანა მეზობელი ქვეყნები.
კენიასა და ეთიოპიაში გარე სამყაროს რამდენიმე ქალაქი მოწყდა. ექსპერტები სტიქიური უბედურებების გახშირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს