სომალიში წყალდიდობას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი 700 000-ს შეადგენს

ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ძლიერი წვიმებს ასობით მსხვერპლი მოჰყვა აზიისა და აფრიკის ქვეყნების ნაწილში. წყალდიდობა, რომელიც სომალიში იყო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, აღწერილია, როგორც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობა, რომელმაც ასევე გაამწვავა ქვეყანაში უკვე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს .
სტიქიის დროს დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 96-ს შეადგენს. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სომალის კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაჰამუუდ მოალიმმა.
ასევე სტიქიის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ დაახლოებით, 700 000 შეადგინა.
მის მეზობელ კენიაში კი წყალდიდობას 76 ადამიანი ემსხვერპლა. კენიის წითელი ჯვრის ცნობით, აქაც მოსახლეობას იძულებით გადაადგილება მოუწია. განადგურება გზები და ხიდები, ასევე მრავალი მცხოვრები დარჩა თავშესაფრის, სასმლისა და საკვების გარეშე.