სომალიში რადიკალმა ისლამისტებმა გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდეს ხელში

შეიარაღებულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ სომალიში ხელში ჩაიგდო გაეროს ვერტმფრენი. სხვადასხვა მონაცემებით, მასში იმყოფებოდა რვა ან ათი ადამიანი – როგორც მგზავრები, ისე ეკიპაჟის წევრები. სავარაუდოდ ისინი რადიკალებმა მძევლებად აიყვანეს.
როგორც ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება, ვერტმფრენი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მიემგზავრებოდა, როცა მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ვერტმფრენი იძულებული იყო, დამჯდარიყო რაიონში, რომელსაც „ალ-შაბაბი“ აკონტროლებს და ის რადიკალმა მებრძოლებმა ჩაიგდეს ხელთ. The Washington Рost-ი აზუსტებს, რომ რადიკალებმა ვერტმფრენს ცეცხლი წაუკიდეს, ეკიპაჟი და მგზავრები კი ხელში ჩაიგდეს.
სომალის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ჰასან ალიმ განაცხადა, რომ ვერტმფრენში იმყოფებოდა ორი სომალელი და რამდენიმე უცხოელი. მისი სიტყვებით, ვერტმფრენს მედიკამენტები უნდა ჩაეტანა ერთ-ერთი შეიარაღებული კონფლიქტის რეგიონში, უკანა გზაზე კი იქიდან დაჭრილები უნდა წამოეყვანა.
„ალ-შაბაბი“ რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფებაა სომალიში. ის რეგიონში მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტებში, უპირისპირდება ოფიციალურ ხელისუფლებას და ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად