ლას ვეგასში, UFC 317-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ცნობილი ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ ოლივეირასთან გამარჯვებით თოფურიამ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
UFC-ზე გამარჯვება ტიტულთან ერთად, სოლიდურ შემოსავლებთანაც ასოცირდება. ასე მაგალითად, 2024 წლის თებერვალში როცა თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამარი მოიპოვა 482 ათასი დოლარი გამოიმუშავა ოქტომბერში კი მან მაქს ჰოლოვეის დამარცხებითა და ტიტულის შენარჩუნებით დაახლოებით 3.9 მილიონი დოლარი მიიღო. ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე Marca წერს, რომ დღევანდელი გამარჯვებით ილია თოფურია მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და შესაძლოა, 4 მილიონსაც კი მიაღწიოს.
ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.
“მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ” – პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
სასტიკი ნოკაუტი – რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთედ მოიგო [VIDEO]
ეს ჩხუბი რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი – ინგუში თოფურიას დაემუქრა
“მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ” – პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
საუკეთესო შედეგი ქართული MMA-ს ისტორიაში – დვალიშვილი რეიტინგში დაწინაურდა
“დიდად ვერ გამაოცა” – UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე
“ქართულ სიმღერაზე ვფიქრობდი” – რატომ აირჩია თოფურიამ “გლადიატორის” საუნდტრეკი [პრესკონფერენცია]
გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს
