სოლიდარობის მარში გაიმართა თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და რუსთაველისკენ დაიძრნენ საქართველოსა და უკრაინის დროშებით.
დღევანდელ მარშზე მთავარი ფერები ყვითელი და ცისფერი იყო. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ავტომანქანებით მსვლელობა მოეწყო.
უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ზელენსკი გამოდის პირობით, რომ “არ დამარცხდება” რუსეთთან ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი