„სოლიდარობა ნიჭიერ კოსტას… თუ რამე უთანხმოება იყო პროექტში, დიდი ხანია დავივიწყეთ…“ – გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძეს, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, სოლიდარობას უცხადებს.
„სოლიდარობა ნიჭიერ კოსტას, თუ რამე უთანხმოება იყო პროექტში – დიდი ხანია დავივიწყეთ!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ!
კოსტას კიდევ ბევრი წარმატება ელოდება წინ და მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
ამ საუკუნეში, ამ დროს და ამ ქვეყანაში მსგავსი რამეები არ უნდა ხდებოდეს!!“, – წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა.
სანიკიძეზე თავდამსხმელს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს

ასევე დაგაინტერესებთ