“სოლიდარობა ელენე ხოშტარიას, როგორც პოლიტიკოსს, ქალსა და დედას” – ოპოზიციონერი ქალი პოლიიტკოსები

ქალი პოლიტიკოსები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებენ. მათ დღეს პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდენ ხვალ, 29 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
“დღეს ქალები სხვადასხვა პოლიტიკურინპარტიებიდან მოვედით პარლამენტთან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ პოლიიტკოს ელენე ხოშტარიას. მას, როგორც პოლიტიკოსს, როგორც დედას, როგორც ქალს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვაფასებთ ამ თავგანწირვის აქტს.
ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცხადად ხედავს და გააზქრებული აქვს სიტუაციიის სიმძიმე და ზუსტად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი ამ ბრძოლაში და ვთხოვთ, რომ ხვალ, 29 ივნისს, საღამოს 7 საათზე, მოვიდეთ ოჯახებით და დავდგეთ პარლამენტთან, რათა ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს, პოლიიტკოსებს, სინდისის პატიმრებს, რეჟიმოს ტყვეებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს რეჟიმი ჩამოვანგრიოთ და ჩვენი ბრძოლით წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნის განვითარების რელსებზე დაბრუნებაში”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმსილობა გუშინ, 27 ივნისს დაიწყო. დღეს მას შეუერთდნენ გედევან ფოფხაძე და აქტივისტები – ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე