ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს შორის შეთანხმება შედგა. ინფორმაცია Facebook-ის გვერდ მაღაროელზე გავრცელდა.
“გვაქვს სასიხარული ინფორმაცია. ჩვენმა შრომამ, სოლიდარობამ და მხარდაჭერამ შედეგები გამოიღო, სამართლიანობამ იზეიმა, შეთანხმება შედგა”, – აღნიშნულია პოსტში.