სოლანკეს “ბორნმუთის” დატოვება სურს – ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონური გუნდია

The Telegraph-ის ინფორმაციით, “ბორნმუთის” თავდამსხმელ დომინიკ სოლანკეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის დატოვება სურს.
ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურებული “ტოტენჰემია” და “დეზებს” ინგლისელი ფორვარდის დამატება სურთ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა, 75 მილიონი ევრო შეადგინოს.
სოლანკემ გასულ სეზონში “ბორნმუთის” ფორმა 38 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.