„საქსტატის“ III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია, რაც სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით არის განპირობებული.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების, ტრანსპორტის და წყალმომარაგება; ნარჩენების მართვის სექტორებში ჩაიდო, რაც ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების 45.6%-ია.
III კვარტალში ყველაზე მეტი FDI შემდეგ კომპანიებში ჩაიდო (ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით დალაგებული არ არის):
· შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
· შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია
· შპს მაგთიკომი
· სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
· შპს ქართული ცემენტი [ჰანიველცემენტი]
· სს მინა
· შპს ტოიოტა კავკასია
· შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
· შპს აკვალია საქართველო
· შპს ტავ ურბან საქართველო




