სოზარ სუბარი – ჩვენ ადამიანები უნდა დავიბრუნოთ და ამ ადამიანების დაბრუნებისთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა პროექტებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს

ურთიერთგაგება არის გასაღები, თუ როგორ შეიძლება აღვადგინოთ ურთიერთობა ადამიანებს შორის. ამაზე გადის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სხვანაირად ვერაფერს მივაღწევთ ვერასდროს. ჩვენ ადამიანები უნდა დავიბრუნოთ და ამ ადამიანების დაბრუნებისთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა პროექტებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გადმოდის საქართველოში სამკურნალოდ.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ცე ჰეპატიტის პროგრამას, რომელშიც ჩართულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, იქნება ეს აფხაზი, ოსი, ქართველი, რუსი, თუ სხვა და მათ აქვთ ამის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია აივ- შიდსის პროგრამა, ტუბერკულოზის პროგრამა. ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდის და აქ რომ გადმოდიან, მერე უკან სულ სხვა ადამიანებად ბრუნდებიან, სულ სხვა ურთიერთობები აქვთ და ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და რაშიც ლიდერის როლი სწორედ თქვენს უწყებას აქვს”, – მიმართა სახელმწიფო მინისტრს სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები